ლაზერული ეპილაცია
ჩვენი აპარატის შესახებ ჩვენს კაბინეტში ეპილაცია ტარდება თანამედროვე დიოდური ლაზერის აპარატით, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდად არასასურველი თმის მოსაშორებლად. აპარატი მოქმედებს უშუალოდ თმის ფოლიკულზე, რის შედეგადაც თმა ეტაპობრივად თხელდება და მცირდება. პროცედურა არის მაქსიმალურად კომფორტული და განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის კანისა და თმისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ჰიგიენა, ამიტომ თითოეული პროცედურა ტარდება ინდივიდუალურად შერჩეული პარამეტრებით. შედეგი დამოკიდებულია კანისა და თმის თავისებურებებზე.
